„მამა, რა გიშველო… სად ხარ, ღმერთო!” – ავარიის შედეგად გარდაცვლილი 11 წლის გოგოს მამა

ორ მაისს ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – ველოსიპედით მოძრავ 11 წლის გოგოს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე მოხდა, ბავშვი ქუთაისის ინტერვენციულ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

გოგონას მამა, კახა ბახუტაშვილი მომხდარზე სოციალურ ქსელში წერს:

„ღმერთო, რატომ, რა დაგიშავე… მამა, რა გიშველო. სად ხარ, ღმერთო”

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა. შემთხვევას გარდაცვლილის დედა შეესწრო. მძღოლი სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

სხვა სიახლეები