მამა პეტრე: ნაზი ბებოს კვერცხი მაინც ენატრებოდა, მეორეს ჭამის სურვილიც გამქრალი აქვს, აი, ეს არის ჩვენი ნამდვილი საქართველო
პეტრე კოლხმა გავაზში უკიდურესად გაჭირვებულ ნაზი ბებოს ჩააკითხა, რომელსაც მოხარშული კვერცხიც კი ენატრება. მამა პეტრემ აღნიშნა, რომ გავაზში ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ნაზი ბებოს მონახულების შემდეგ, პეტრე კოლხმა, კიდევ ერთი უპატრონო მოხუცი მოინახულა, რომელსაც ჭამის სურვილიც გამქრალი აქვს. “ცუდად ვარ, ძალიან ცუდად. ნაზი ბებოს მონახულების შემდეგ, ადგილობრივებმა მთხოვეს, კიდევ ერთი უპატრონო მოხუცია, იქნებ შეუაროთო. ნაზი ბებოს კვერცხი მაინც ენატრებოდა, მეორეს ჭამის სურვილიც გამქრალი აქვს. აი, ეს არის ჩვენი ნამდვილი საქართველო.” – წერს მამა პეტრე.