მამა პეტრე: “მთელმა მსოფლიომ დაინახა, 9 წლის მანძილზე ნაშენები თბილისი, წამებში როგორ დაიშალა”

მამა პეტრე პეტრე თბილისში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება. “დღეს მთელმა მსოფლიომ დაინახა, 9 წლის მანძილზე ნაშენები თბილისი, წამებში როგორ დაიშალა. გზები და ხიდები მართლაც და წყალს წაუღია, მაგრამ უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების წინაშე ვინ აგებს პასუხს?! დღევანდელი მდგომარეობა ფასადურმა მშენებლობამ, ქალაქის კეთილმოწყობის მიზეზით თანხების მითვისებამ, უცოდინრობამ და თვალში ნაცრის შეყრამ მოგვიტანა. რაღაც ეტაპზე, ღვთის წინაშე ყველა პასუხს ვაგებთ, რაც სტიქიას შეწირული ადამიანებისთვის ნუგეში ნამდვილად ვერ იქნება. მეწყერმა არა, სიხარბემ წაგვლეკა… ვინაიდან, ზოოპარკში ადგილები გამოთავისუფლდა, გალიაში ისინი ჩავსვათ, ვის გამოც ქალაქი წყალმა წაიღო. დროებით გვმართოს მტაცებლებმა, არ მგონია, უარესად დავშავდეთ, მაგრამ იმდენად გაუსაძლისი გახდა ამდენ სიცრუეში ცხოვრება, მგლებიც გარბიან…”წერს პეტრე კოლხი.

 

წყარო: www.exclusivenews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები