“მამა მომკვდავი მყავს საავადმყოფოში” – ნინი ქარსელაძე სტატუსზე და მიმდინარე მოვლენებზე

მომღერალი ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში გასული ღამის შესახებ წერს, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა და რომელიც ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაშალეს.
“დარწმუნებული ვარ ბევრმა არ იცის და ძლივს ახლა შევძელი, რომ პასუხი დავწერო ყველას გასაგონად!!!
მამა მომკავდავი მყავს საავადმყოფოში, ინსულტით, გათიშული, აპარატზეა შეერთებული,არ უმუშავებს არც ერთი ფილტვი და ყავთ მართვით სუნთქვაზე. შესაბამისად გუშინ დილიდან დღევანდელ დღემდე საავადმყოფოში ვარ, სულ 3-4 საათით მივედი სახლში.
რაც შეეხება გუშინდელ აქციას, ჩემს სტატუსს პოლიციელებზე… რადგან ასეთ მძიმე სიტუაციაში ვიყავი ტელეფონით ვადევნებდი თვალს, პირველი რა კადრებიც ვნახე იყო, თუ როგორ ურტყამდნენ და თავს ესხმოდნენ პოლიციელებს.შესამაბიმად ვერ მოვითმინე იმ ადამიანების დამცირება, რომლებიც ჩვენ და ჩვენს ქვეყანას თავდაუზოგავად იცავენ! და დავწერე სტატუსი….
შემდეგ სახლში მოვედი და ვნახე ძალის გადამეტება ახალგაზრდებზე, რაც ჩემთვის მიუღებელია და ვგმობ მთელი ჩემი არსებით!!!! და რა საკვირველია სტატუსიც წავშალე….. დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე იქნება რეაგირება, ყველა ვინც ძალას გადაამეტა უმკაცრესად დაისჯება!
დიდი მადლობა ყველას, ვინც სიმართლე მოისმინა და მიიღო ჩემი პასუხი გუშინდელ სტატუსზე”. – წერს ქარსელაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები