მამა გაბრიელის წინასწარმეტყველება: საქართველოში ჯერ რუსის ჯარი შემოვა ხალხის გამოსაფხიზლებლად

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი გვერდი – “წმინდა მამა გაბრიელის წინასწარმეტყველება 1993 წელს” ასეთი სათაურით პოსტს აქვეყნებს.
“საქართველოში ჯერ რუსის ტანკი შემოვა ხალხის გამოსაფხიზებლად. საქართველოს ტერიტორიების გაყიდვასა და დაკარგვას ღვთისმშობელი არავის აპატიებს. ყველა დაისჯება.
ბოლოს თბილისის თავს ორი ნაცრისფერი ფრინველი დასტრიალებდა ( ბომბდამშენი ხომ არ არის,ნეტავ?). რუსთაველს არ გაეკაროთ, ისეთი ამბავი იქნება…ფუნიკულიორზე რესტორანი რომ არის, მაგ შენობას ურევია იმ ეკლესიის ქვები, რომლებიც პარლამენტის შენობის ადგილას იდგა. სანამ ის ქვები თავის ადგილს არ დაუბრუნდება, არასდროს დაწყნარდება იქაურობა, სულ არეულობა იქნება.
ის ქვები თავის ადგილს დაუბრუნდება. ვინც ამ არეულობასა და ომში
მოჰყვება, მაგათთვის კარგია სულის ცხონებისათვის.
ნუ შეგეშინდებათ, ღმერთი ყველგანაა, გული განიწმინდეთ და ისე ილოცეთ, დაგიფარავთ მაცხოვარი.
სუსტებს ადრე გაიყვანს უფალი, ძლიერებს დატოვებს ბოლო ჟამისთვის, რომ შეებრძოლონ
ანტიქრისტეს საცდურებს.
რომ იტყვიან უკვე, საქართველო აღარ არისო, აი, მაშინ შეიწყალებს ღვთისმშობელი ჩვენს ქვეყანას და ისეთი სასწაული მოხდება,
რომ მალე იქნება საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდის.
– წმინდა მამა გაბრიელი (ურგებაძე) 1993 წელი”, – ვკითხულობთ პოსტში.
წყარო: ადამიანები მსოფლიოს ქალაქებიდან

კომენტარები

სხვა სიახლეები