მამა ანთიმოზი 17 მაისს ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს

არქიმანდრიტი ანთიმოზი (ივერიელი) საზოგადოებას 17 მაისს ოჯახთან ერთად ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ განცხადება მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
„17 მაისი – ყველანი ქუჩაში! ცოლებით, შვილებით. მოვაწყოთ მშვიდობიანი მსვლელობა. დავანახვოთ ამ ურჯულოებს, რამდენნი ვართ“,- წერს არქიმანდრიტი ანთიმოზი (ივერიელი).
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 17 მაისს საქართველოში ლგბტ პირებისა და მათი მომხრეების დემონსტრაცია დაპირისპირებით დასრულდა. 2014 წელს კი, საქართველოს კათალიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა.

კომენტარები

სხვა სიახლეები