მამა ანთიმოზის სტუმარი ქალი – „კონვერტი ამოიღო და მაგიდაზე დადო“

„უცნაური სტუმარი
კარზე კაკუნია, ზარი არა მაქვს. ვაღებ კარებს. ელეგანტურად ჩაცმული, მაღალი, ლამაზი მანდილოსანი-ბალზაკის ქალის ასაკის, არავის ჰგავს, კარზე რომ მოგადგებიან.
– გისმენთ – გაოცებული ვამბობ.
– მამა ანთიმოზი ბრძანდებით?
– დიახ,
– შეიძლება შემოვიდე?
– მობრძანდით, – გაოცებას დაბნევაც ემატება. მოუწესრიგებელი ვარ.
ჯდება სავარძელში და ჩანთას იხსნის. ლამაზი ჩანთაა. ფეხსაცმელს შევავლე თვალი. მაღალქუსლიანი, უხდება. გემოვნება აქვს.
– ჩაი, ყავა?
– ყავა ნალექიანი.- სამზარეულოში თუ რამე ვიცი ყავის მოდუღება))) სადღაც შოკოლადიც მაქვს.
ნელ-ნელა აზრზე მოვდივარ, მოუწესრიგლობა მაინც მაწუხებს. ხომ არ ვეტყვი მოვწესრიგდები და მოვალ-მეთქი)))
– მე თქვენი ფეისის მეგობარი ვარ, სხვა სახელით, ხშირად ვკითხულობ თქვენს სტატუსებს, უცნაური და კარგი ადამიანი ხართ და ძალიან მომწონხართ.
– მადლობა-მეტი ვერაფერი მოვიფიქრე.
– ვიცი, რომ მუხლი გტკივათ და ცოტა თანხა მოგიტანეთ-ჩანთა გახსნა, კონვერტი ამოიღო და მაგიდაზე დადო. – უკაცრავად, უნდა წავიდე, – ყავა მოსვა და ადგა.
მოკრძალებით გავაცილე. სახელიც არ მითხრა.
დედა, რა იყო ეს?!“- წერს მამა ანთიმოზი სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები