„მამას ცოცხლად სიკვდილით დასჯას ქვია ლენო“ – გიორგი გვარჯალაძის სევდიანი პოსტი გარდაცვლილ შვილზე

მუსიკოსი გიორგი გვარჯალაძე სოციალურ ქსელში გარდაცვლილ შვილს პოსტს უძღვნის:
“მამას ენატრები… მამას ყელში გაჩხერილ ბურთს ქვია ლენო. მამას გატეხილ გულს ქვია ლენო. მამას ცოცხლად სიკვდილით დასჯას ქვია ლენო. მამას სამსახურსაც ლენო ჰქვია. შენც გვარჯალაძე ხარ ხო? გაიცანი მამაჩემი, რომელსაც მე არ ვიცნობ? მინდა მჯეროდეს, არ გამომდის. მძიმეა. მიყვარხარ. მიჭირს ძაან!” – წერს გიორგი გვარჯალაძე.
შეგახსენებთ, რომ ტელეწამყვანის ლულუ კახიანისა და მუსიკოსი გიორგი გვარჯალაძის 15 წლის შვილმა ლენომ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

კომენტარები

სხვა სიახლეები