მამას შვილი 8 წელი ჯაჭვით ჰყავდა მიბმული

აზერბაიჯანის ერთ-ერთ სოფელში, მამას საკუთარი ქალიშვილი 8 წლის განმავლობაში ბოსელში ჯაჭვით ჰყავდა მიბმული. ამის შესახებ გამოცემა 1news.az იუწყება. გოგონას სახელია ფარვანა. როგორც მამამისმა გადაცემა «Bizə danış»-ის ეთერში განაცხადა, მან გოგონა ბოსელში იმიტომ მიაბა, რომ ის „ჭკუიდან გადავიდა“ და „საკუთარ თავს ვერ აკონტროლებდა“. „ახლა ის ცოტა დაწყნარდა. ადრე კი ყველაფერს ამტვრევდა. დალეწა ჭურჭელი, მინები. ძალიან აგრესიული იყო,“ – განაცხადა მამაკაცმა. აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს ეჭვი აქვთ, რომ მამამ ფარვანას სცემა და მას სიარული აღარ შეუძლია. გოგონას მამა ამ ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ფეხებს ის იმის გამო ვეღარ იმორჩილებს, რომ დიდხანს სიცივეში იყო.

კომენტარები

სხვა სიახლეები