მამაკაცს ჯიბეში ელექტროსიგარეტი აუფეთქდა და სასქესო ორგანოს მძიმე დამწვრობა მიიღო (ფოტო)

მამაკაცს შარვლის ჯიბეში ელექტროსიგარეტი აუფეთქდა, რის გამოც მარცხენა ფეხისა და სასქესო ორგანოს მძიმე დამწვრობა მიიღო.
სამი შვილის მამა, 37 წლის დარენ უილსონი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში წევს და განძრევაც კი არ შეუძლია ისე, თუ მორფინით ტკივილს არ გაუყუჩებენ.
დაზარალებული მამაკაცი ელექტროსიგარეტების მომხმარებლებს აფრთხილებს და თავისი შემთხვევის შესახებ მედიას უყვება:
„სახლში ვიყავი, სამზარეულოს კართან ვიდექი და უცებ ვიგრძენი, თითქოს ვიღაცამ საახალწლო შუშხუნა მესროლა. დავიხედე და ჩემი შარვლის ჯიბიდან ნაპერწკლები ცვიოდა, ბოლი გამოვიდა. ვცდილობდი შარვლის გახდას, მაგრამ ძლივს მოვახერხე. მთელი უბე და მარცხენა ფეხის ნაწილი დამწვარი მქონდა. ახლა სიარული არ შემიძლია. რამდენჯერაც მოშარდვა მომინდება ან დაბანა, იმდენჯერ მორფინი უნდა გავიკეთო, რომ ეს შევძლო. ყოველ რვა საათში ერთხელ ახალი გადახვევა მიკეთდება“, – ამბობს დაზარალებული მამაკაცი.
ის იხსენებს, რომ ელექტროსიგარეტის გამოყენება ექვსი თვის წინ დაიწყო, როდესაც ჩვეულებრივი სიგარეტის მოწევას თავი დაანება. მან სიგარეტიც და სპეციალური გაზის სატენი ლივერპულში, ადგილობრივ მაღაზიაში შეიძინა.
თუ რა გახდა ინციდენტის მიზეზი, ამას ადგილობრივი სახანძრო-სამაშველო სამსახურის სპეციალური გამომძიებლები იკვლევენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები