მამაკაცს, რომელსაც კუჭის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

43 წლის ვალერი სიჭინავას, რომელსაც ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება, მას კუჭის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა.
ოპერაცია კი რომელიც თურქეთში სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს 16 000 დოლარი ჯდება.
“გთხოვთ ბოლომდე წაიკითხოთ პოსტი. . ჩემს მეუღლეს ვალერი სიჭინავას დაუდგინდა კუჭის ავთვისებიანი სიმსივნე. მეტასტაზი გადასულია ღვიძლზე და საჭიროებს სასწრაფო ოპერაციას თურქეთში. გვესაჭიროება 16 000 დოლარი. ყოველ წამს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ძალიან გთხოვთ, დაგვეხმარეთ. ყოველი თეთრი, ყოველი გაზიარება ჩვენთვის გადამწყვეტია. მხოლოდ უფლისა და კეთილი ადამიანების იმედზე ვართ. ბანკებიც სესხს არ გვაძლევენ, ბინაც იპოთეკით გვაქვს დატვირთული, თორემ თხოვნით არ შეგაწუხებდით. ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ მსგავსი პოსტის დაწერა მომიწევდა. ვინც გვიცნობს, იცის რომ არასოდეს გვითხოვია მსგავსი დახმარება, რადგან არასოდეს გვქონია ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა. ახლა კი ძალიან მეუხერხულება, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. თითოეული თქვენგანის დახმარება გვჭირდება. ლოცვებში მოიხსენიეთ ვალერიანი. უფალმა დაგლოცოთ”, – წერს მეუღლე.
საბანკო რეკვიზიტები:
პირადი ნომერი 39001017305 ნინო გულუა
GE61BG0000000366152208
GE24TB7969745061100078
მიმღები მეუღლე ნინო გულუა

 

კომენტარები

სხვა სიახლეები