მამაკაცმა 12 წლის შვილს მეგობარი ქალი მოაკვლევინა

ამერიკის შტატ კოლორადოს მკვიდრმა 12 წლის შვილი იმის მერე შეაქო, რაც მან მათი საერთო ნაცნობი ქალი მოკლა. პოლიციამ ოთხი შვილის დედის, 41 წლის ემი გარსიას ცხედარი, დამწვარი ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვა.
მკვლელობის თვითმხილველმა განაცხადა, რომ იმ საღამოს ჰეიტ გლისონმა და ქალმა ალკოჰოლის გამო იკამათეს, რის შემდეგაც მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღი აიღო და სიტყვებით „ახლა ამას მოკვლავ!“ -სახლიდან ეზოში გავიდა. რამდენიმე წამში კი გასროლის ხმა გაისმა. ამის მერე, მამაკაცი სახლში დაბრუნდა და თქვა, რომ მას არ უსროლია. მან მეზობელს, რომელთან ერთადაც სვამდა, სიამაყით განუმარტა, რომ მისმა 12 წლის შვილმა „თავისი მამაკაცური ბარათი გამოიმუშავა“.
ახლა გლისონი დაპატიმრებულია, მისი შვილი კი არასრულწლოვანთა საპატიმრო ცენტრში იმყოფება. პოლიცია მომხდარის დეტალებს არკვევს.

კომენტარები

სხვა სიახლეები