კალიფორნიის მაცხოვრებელმა მოლი შაილერმა ბურგერების სწრაფად ჭამის კონკურსზე მეხუთედ გაიმარჯვა. კონკურსს Z-Burger კვების ქსელი ახორციელებს.
მოლი შაილერმა, რომელიც სულ რაღაც 60 კილოგრამს იწონის, 10 წუთში 31 ცალი ბურგერის ჭამა შეძლო და რეკორდიც დაამყარა.
კონკურის ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 4 ივლისს აღინიშნება.
კალიფორნიელმა თავისი შარშანდელი შედეგი – 27 ბურგერი- გააუმჯობესა და, ამჟამად, რეკორდის დამყარებაც შეძლო. პრიზის სახით მან 1500 დოლარი მიიღო.
გარდა ამ კონკურსისა, მოლი შაილერმა 2018 წელს მონაწილეობა მიიღო ქათმის ფრთების ჭამის კონკურში და 30 წუთში 501 ფრთა შეჭამა. ამ კონკურსზე მან 5000 დოლარი გამოიმუშავა და მანქანა – “ჰიუნდაი სონატაც” მოიგო.
სხვა სიახლეები