ახალზელანდიელმა ბრაიან კოქსმა, საკუთარი სახლის უკანა ეზოში ულამაზესი სანახაობა მოაწყო. მან ეკლესია ააშენა, რაზეც ოთხი წელი დახარჯა. კოქსმა ყველაფერი დეტალურად გათვალა. ეკლესიის კედლებისთვის ბრაიანმა სპეციალური შეფერილობის ხეები გაზარდა.
სახურავისთვის მან წვრილი ტოტების მქონე ხის სახეობა შეარჩია, რათა მზის შუქი ტოტებს შორის შესულიყო და ეკლესია გაენათებინა. საბოლოო შედეგი მებაღეობის უმაღლესი პილოტაჟი და არქიტექტურის უნიკალური ნიმუშია. ფოტოგალერეაში შეგიძლიათ იხილოთ ის საოცარი სილამაზე, რომელიც კოქსმა ოთხწლიანი შრომის შედეგად შექმნა.
წყარო: http://www.ambebi.ge