მამაკაცმა ტახს ესროლა და ცოლი დაჭრა

თურქეთში, ქალაქ მუღლანის რაიონში, კაცმა ტახს იარაღიდან ესროლა და ცოლი დაჭრა.

როგორც ცნობილია, მამაკაცი მოსავალს დარაჯობდა და გარეული ტახებისგან იცავდა.

მოგვიანებით მამაკაცმა განაცხადა, რომ მინდორში წასვლისას, ცოლს ჰკითხა გაყვებოდა თუ არა, თუმცა ამ უკანასკნელმა შინ დარჩენა მოისურვა.

„როგორც ჩანს მოგვიანებით შინ ყოფნა მობეზრდა და ჩემთან წამოვიდა, ხმა რომ გავიგე, ტახი მეგონა და ვესროლე“, – განაცხადა მამაკაცმა.

ჭრილობა მსუბუქი აღმოჩნდა, ცოლმა კი მეუღლეს არ უჩივლა.

კომენტარები

სხვა სიახლეები