მამაკაცმა სასწრაფო დახმარების მანქანა გაიტაცა

37 წლის მამაკაცმა, რომელიც საავადმყოფოში მკურნალობდა და გამოწერეს, გარეთ, ჰაერის მაღალ ტემპერატურას ვერ გაუძლო. მან საავადმყოფოს ეზოში მდგარი სასწრაფო დახმარების მანქანა ნახა, რომლითაც სახლში წასვლა გადაწყვიტა.
პოლიციამ ის GPS-ის საშუალებით იპოვა. როგორც მამაკაცმა პოლიციელებთან საუბრისას აღნიშნა, ის ბურგერის ჭამას აპირებდა, რის შემდეგადაც თავად დააბრუნებდა მანქანას.
ცნობისათვის, შემთხვევა არიზონას ერთ-ერთ ქალაქში მოხდა, სადაც ჰაერის ტემპერატურამ 47 გრადუსს მიაღწია.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები