მამაკაცმა სასქესო ორგანოზე ცხელი ჩაი გადაისხა და ფოტო ექიმს საჯაროდ სოცქსელში გაუგზავნა – გუგა ქაშიბაძე კურიოზს ყვება

მამაკაცს, სასქესო ორგანოზე ცხელი ჩაი გადაესხა, რის შედეგადაც დამწვრობა მიიღო – ამის შესახებ ინფორმაციას დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე სოციალურ ქსელში წერს.
შემთხვევა თბილისთან ახლოს ერთ-ერთ რეგიონში მოხდა.
„ტელეფონის ზარი,
გუგა ექიმი ბრძანდებით?
დიახ. ცხელი ჩაი გადამევლო,შემომჩივლა მამაკაცმა
რა ადგილას?
იქ ექიმო,
სად ბატონო?
იმაზეე ექიმო, “ცანცარაზე”.
უფ ეგ რა მოგსვლიათ უნდა მობრძანდეთ დამწვრობი ცენტრში, გამოვხატე მამაკაცური თანაგრძნობა.
ვერა გუგა ექიმო რაიონში ვარ.
მაშინ ფოტო იქნებ გადმომიგზავნოთ, (მივენდე ტექნოლოგიებს), Viber-ით, ან Facebook- ით პირადში.
ეხლავე ექიმო. ოღონდ მომარჩინე.
რაღაც დროის მერე შევდივარ ჩემ პირად კედელზე და რას ვხედავ ცანცარას ფოტოს, ერთი შეხედვით დამწვრობის რო არ ეტყობა არაფერი ))))
ტელეფონის ზარი…. ნახეთ გუგა ექიმო?
კი ვნახე და მადლობა რო არ მომნიშნეთ…
სანამ წაიშლებოდა ცანცარას ფოტომ 20 მოწონება დაიმსახურა“, – წერს გუგა ქაშიბაძე სოცქსელში.


 

კომენტარები

სხვა სიახლეები