მამაკაცმა, რომელმაც საკუთარი 5 მცირეწლოვანი შვილი მოკლა, სასამართლოზე იტირა

სამხრეთ კაროლინაში ამ კვირაში რეზონანსული პროცესი მიმდინარეობდა. ადგილობრივი ტიმოთი ჯონსი საკუთარი 5 მცირეწლოვანი შვილის მკვლელობისთვის დააკავეს. შემზარავი ამბავი 2014 წელს მოხდა. მამამ შვილები ყოფილ ცოლზე შურისძიების მიზნით მოკლა. როგორც თავად ჯონსმა განაცხადა, ყოფილ ცოლზე იყო გაბრაზებული, რადგან გაიგო, რომ ქალი მეზობლად მცხოვრებ ახალგაზრდა მამაკაცთან ღალატობდა.
​ჯონსმა აღიარა, რომ პირველი შვილი, 6 წლის ნათანი შემთხვევით დაიღუპა, როდესაც მამა ელექტრონული მოწყობილობის გაფუჭებისთვის სჯიდა. როდესაც ბავშვი გარდაცვლილი ნახა, ჯოსნმა გადაწყვიტა, დანარჩენი ოთხი შვილიც მოეკლა. მან 1 წლის აბიგაილი და 2 წლის გაბრიელი ქამრით გაგუდა. 7 წლის ელია და 8 წლის მორა კი შიშველი ხელებით დაახრჩო.
“ჩემს ცოლს, ამბერს ვადანაშაულებ. ის რომ სახლში ყოფილიყო და თავის საქმე ეკეთებინა, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, ამის ნაცვლად მეზობელ ბიჭთან ერთობოდა”, – განაცხადა ბრალდებულმა სასამართლოზე.
პროკურორმა ჯონსისთვის სიკვდილით დასჯა ან სამუდამო პატიმრობა მოითხოვა. პროცესზე მან ბავშვების ფოტოები წარადგინა, სადაც ისინი ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ, ასევე – ფოტოები, სადაც უკვე გარდაცვლილები არიან. ამ დროს ბრალდებულმა ცრემლები ვერ შეიკავა.

კომენტარები

სხვა სიახლეები