დამწვრობის ცენტრიის დირექტორი გუგა ქაშიბაძე სოციალურ ქსელში სტატუსს წერს:
“დაამარცხე კორონა
პაციანტი შემოვიდა დამწვრობის ცენტრში, მოწიფული.მამაკაცი, სახის და მტევნების დამწვრობით.
რითი დაიწვით ?
კორონა დავამარცხე
კი მაგრამ როგორ?
რო მოვრჩი ტანსაცმელს ბენზინი გადავასხი და ეზოში დავწვი
მიპასუხა გახარებულმა.
p.s. დარწმუნებული ვარ დამწვრობასაც დაამარცხებს”, – წერს ქაშიბაძე.