მამაკაცმა პაემანზე მისულ ქალს სმარტფონში ყურების გამო სასამართლოში უჩივლა

აშშ-ში მცხოვრებმა ბრანდონ ვეზმარმა ქალს სასამართლოში უჩივლა, რადგან ის მათ პირველ პაემანზე მუდმივად სმარტფონში იხედებოდა.
მამაკაცმა სასამართლოში 17 დოლარისა და 31 ცენტის ანაზღაურება მოითხოვა, რომელიც კინოთეატრის ბილეთებში დახარჯა. მისი თქმით “Guardian of the Galaxy 2”-ის სეანსის დროს, ქალი ფილმს არ უყურებდა და სმარტფონში იხედებოდა.
მან რამდენჯერმე სთხოვა რომ ტელეფონისთვის თავი დაენებებინა, მაგრამ საპასუხოდ ქალი დარბაზიდან გავიდა და არ დაბრუნებულა.

კომენტარები

სხვა სიახლეები