მამაკაცმა მანქანის ძრავიდან კნუტის ამოსაყვანად მაშველები გამოიძახა (ფოტოკოლაჟი)

თბილისის მერიის ცხოველების მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით 2015 წლის 20 ოქტომბერს მოქალაქე ლაშა კაპანაძე დაუკავშირდა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს და აცნობა, რომ ცინცაძის ქუჩაზე კნუტი სავარაუდოდ იმყოფება მისი მანქანის ძრავში, საიდანაც დამოუკიდებლად ამოსვლას ვერ ახერხებს.
სააგენტოს წარმომადგენლები გამოცხადდნენ მისამართზე, მანქანის დათვალიერებისას კნუტის დანახვა თითქმის შეუძლებელი იყო, თუმცა ხმა განუწყვეტლივ ისმოდა, სააგენტოს გადაწყვეტილებით მისამართზე გავიდა კიდევ ერთი მობილური ჯგუფი და საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურების შემდეგ კნუტი უვნებლად იქნა ამოყვანილი. ამჟამად იგი გადაყვანილია მუნიციპალურ თავშესაფარში, სადაც თავს უსაფრთხოდ გრძნობს.

804646_10204798026702119_941010622_n 12170686_10204798026782121_31149144_n 12177998_10204798026622117_1032722735_n

კომენტარები

სხვა სიახლეები