მამაკაცი iPhone-ს სექსუალური ორიენტაციის შეცვლაში ადანაშაულებს

რუსეთის მოქალაქე კომპანია Apple-ს უჩივის, მიზეზი კი სექსუალური ორიენტაციის შეცვლაა, რასაც ის iPhone-ს აბრალებს.

მამაკაცს iPhone-ში Bitcoin-ის გამოწერა სურდა, თუმცა მის ნაცვლად ტელეფონზე კრიპტოვალუტა GayCoin-ი მიიღო, შეტყობინებით: „ნუ განსჯი, სანამ თვითონ არ გამოცდი“.

„ვიფიქრე, მართლაც, როგორ შეიძლება განვსაჯო ის, რაც თვითონ არ გამომიცდია? ამიტომ ერთსქესიანი ურთიერთობის წამოწყება გადავწყვიტე, ახლა მყავს ბოიფრენდი. არ ვიცი, ეს მშობლებს როგორ ავუხსნას “, – წერია სარჩელში.

მორალური ზიანისთვის კაცი Apple-ისგან კომეპნსაციას ითხოვს, რომელიც 12 000 ევროს შეადგენს. სასამართლო 17 ოქტომბერს გაიმართება. მომხდართან დაკავშირებით კი Apple-ში კომენტარი არ გაუკეთებიათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები