მამაკაცი „ჯადოსნური“ წინდით – ნიუ-იორკის მეტროს „მოჩვენება“

სოციალურ ქსელში სახალისო ფოტო გავრცელდა, რომელიც ნიუ-იორკის მეტროშია გადაღებული. ფოტოზე მამაკაცის ფეხებია აღბეჭდილი, მისი წინდა კი ზუსტად ვაგონის იატაკის ტონალობაშია. „ადამიანი-მოჩვენების“ კადრი ინტერნეტ-ფორუმ Reddit-ზე გავრცელდა და ასობით მოწონება აქვს.
„მხოლოდ მე მეჩვენება, თუ მგზავრს წვივები არ აქვს?“, – წერს ფოტოს ავტორი. ინტერნეტ-ფორუმის მომხმარებლები კი ხუმრობენ, რომ მამაკაცს ჯადოსნური წინდა აცვია, რომელიც ფერს ქამელეონივით იცვლის. ზოგი მათგანი კი ცდილობს გაიგოს, სად შეიძენს მსგავს სამოსს, რომელიც მოჩვენებებად აქცევს.
საბოლოო ჯამში კი, სოციალური ქსელების მომხმარებლებისთვის გამოცანად რჩება, სპეციალურად შეიძინა თუ არა მგზავრმა ნიუ-იორკის მეტროს ვაგონის იატაკის ტონალობის წინდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები