მამაკაცი მეზობლის სახლის ზარს 3 საათი ლოკავდა (ვიდეო)

 

აშშ-ს ქალაქ სალინასში, ერთ-ერთი სახლის გარე კამერის ობიექტივში მამაკაცი მოხვდა, რომელიც საკმაოდ უცნაურად იქცეოდა. 33 წლის რობერტო დანიელ აროიო სამი საათის განმავლობაში მეზობლის კარის ზარს ლოკავდა. ამ დროს სახლის მეპატრონეები შინ არ იმყოფებოდნენ.
როცა აროიოს მეზობლები სახლში დაბრუნდნენ და კამერის მიერ გადაღებული კადრები ნახეს, შოკში ჩავარდნენ და პოლიცია გამოიძახეს. ყველაზე მეტად წყვილი იმ ფაქტმა შეაშინა, რომ მამაკაცის არაადეკვატური ქცევის მომენტში სახლში ბავშვებს ეძინათ.
თუმცა, მამაკაცის ამ ქცევამ მათ არანაირი მატერიალური ზიანი არ მიაყენა, მოგვიანებით ოჯახმა მომხდარზე ბევრიც იცინა და მეზობლის მიმართ პრეტენზიის გამოხატვა გადაიფიქრა. თუმცა, კარის ზარის ლოკვის მოყვარულს დაპატიმრება მაინც არ ასცდა. აღმოჩნდა, რომ ამავე ღამეს მამაკაცმა სხვა, ახლომდებარე სახლი გაქურდა. სავარაუდოდ, ის არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

https://www.youtube.com/watch?v=XboWDwYp-3Y&feature=youtu.be

კომენტარები

სხვა სიახლეები