ნიდერლანდელი მეცნიერები იტყობინებიან, რომ ვნებიანი კოცნის დროს ჩვენ ერთმანეთს 80 მლნ ბაქტერიას გადავცემთ. მიუხედავად ამისა, მეტი შანსი გვაქვს, ხელის ჩამორთმევით გადაგვედოს გრიპი, ან სხვა ვირუსი, ვიდრე კოცნით.
მეტიც, ამ ბაქტერიების უმეტესობა სასარგებლოა… რომანტიკისთვის.
ჩვენი ტუჩები – ჩვენი მთავარი ეროგენული ზონაა.
ცხოველებისგან განსხვავებით, ადამიანის ტუჩები გადმობრუნებულია და მასზე უამრავი მგრძნობიარე ნერვული დაბოლოება მდებარეობს, რომელიც პირდაპირ კავშირშია ტვინთან. როგორც კი ვინმე მას ოდნავადაც შეეხება, ტვინში დადებითი ინფორმაციის მთელი კასკადი მიედინება.
კოცნა ააქტიურებს ტვინის უდიდეს ნაწილს, რომელიც სენსორული ინფორმაციის გადამუშავებაზეა პასუხისმგებელი. ასევე კოცნა ტვინს აიძულებს, გამოყოს უამრავი ნეირომედიატორი, რომელიც მოქმედებს იმაზე, როგორ ვიფიქროთ და რა ვიგრძნოთ.
წყარო: http://galanews.ge