რას აღარ აკეთებენ ქალები იმისათვის, რომ მამაკაცმა გვერდზე არ გაიხედოს, – დგანან ქურასთან, უვლიან საკუთარ თავს, ითვისებენ ახალ-ახალ კულინარიულ შედევრებს. მაგრამ რას აკეთებენ მამაკაცები იმისათვის, რომ ქალი შეინარჩუნონ? აღმოჩნდა, რომ ყვავილებით ეს საქმე სულაც არ გვარდება.
The Hindustan Times-მა გამოაქვეყნა ახალი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ოჯახური წყვილის ღალატს ეხებოდა. მეცნიერებმა 243 ზრდასრული ჰეტეროსექსუალი მამაკაცი გამოკითხეს. გაირკვა, რომ იმისათვის, პარტნიორი ქალისგან ღალატის რისკი მინიმუმამდე რომ დაიყვანონ, მამაკაცები მასთან სექსუალურ, ორალურ კონტაქტს ამყარებენ.
კუნილინგუსი ქალის სექსუალურად დაკმაყოფილების დონეს საგრძნობლად ამაღლებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას სხვა კაცის ყოლის სურვილი არ ექნება.
სხვათა შორის, ქალის მხრივ ორგაზმის იმიტაცია – ასევე იმის მცდელობაა, რომ თავიდან აიცილოს პარტნიორი მამაკაცის ღალატი. რაც უფრო ხშირად იმიტირებს ქალი ორგაზმს, მით უფრო ინარჩუნებს ის საყვარელ მამაკაცს გვერდით – ასეთი დასკვნა გამოიტანეს კოლუმბიისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა.
რა თქმა უნდა, ბუნებრივი ორგაზმის სიხშირე პარტნიორებში ყველაზე მეტად ამცირებს რომელიმე მხრიდან ღალატის რისკს.
წყარო: http://www.marao.ge