„მამაზე მაგარი“ – ვან დამის ქალიშვილმა ინტერნეტი დაიპყრო (ფოტოკოლაჟი)

მსახიობ ჟან-კლოდ ვან დამის ქალიშვილმა – 25 წლის ბიანკა ბრიმ ინტერნეტსივრცე დაიპყრო. თუ მანამდე თაყვანისმცემლების განკარგულებაში ინსტაგრამზე მხოლოდ ბიანკას „სელფები“ იყო, ახლა The New York Post-ისთვის გადაღებული ახალი ფოტოების წყალობით მათ გოგონას დაკუნთული სხეულის და ელასტიკურობის შეფასება შეძლეს. ერთ-ერთ ფოტოზე ბიანკამ მსახიობი მამის ცნობილი ტრიუკი – გარდიგარდმო შპაგატი გაიმეორა. ინტერნეტში ფოტოს მსგავს კომენტარებს უწერდნენ: „ბიანკა მამაზე მაგარია“.

ცნობისთვის, ბიანკა მამის – ჟან-კლოდ ვან დამის კვალს გაჰყვა – გოგონა კინოში თამაშობს, სცენარებს წერს და სპორტით არის გატაცებული.

კომენტარები

სხვა სიახლეები