მალე პლასტმასის ბოთლებს წყლის ბუშტები ჩაანაცვლებს (ფოტო, ვიდეო)

პლასტმასის წყლის ბოთლები შეიძლება მალე წარსულს ჩაბარდეს. დიდ ბრიტანეთში Skipping Rocks -ის ლაბორატორიაში შექმნეს ინოვაციური გამოგონება წყლის ბუშტები, რომელიც არ შეიცავს ქიმიურ შენაერთებს და ის ნატურალურია.
სასმელი წყლის გარსი მზადდება ბუნებრივი ზღვის მცენარეების ექსტრაქტით.
ლონდონის ერთერთი საუკეთესო სამეცნიერო კოლეჯის კურსდამთავრებულები ამ ნოვატორულ გამოგონებაზე 2013 წლიდან მუშაობდნენ.
ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ მათი ოცნება რეალობად იქცა, ისინი იმედოვნებენ, რომ პლასტმასის ბოთლების წყლის ბუშტებით ჩანაცვლება მალე მთელ მსოფლიოს მოიცავს.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=vVlwdUg3smQ[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები