მაკოლეი კალკინი მამა გახდა

მაკოლეი კალკინი, რომელიც საზოგადოებამ კომედიიდან – “მარტო სახლში” გაიცნო, მამა გახდა.

მედიის ინფორმაციით, მსახიობსა და მის პარტნიორს, ბრენდა სონგს, რომელიც ასეცე მსახიობია, ვაჟი შეეძინათ.

ბავშვი ჯერ კიდევ 5 აპრილს, ლოს ანჯელესში დაიბადა, თუმცა, ოფიციალური განცხადება მშობლებმა მხოლოდ ახლა გააკეთეს.

40 წლის კალკინმა და 33 წლის სონგმა ბიჭს დაკოტა დაარქვეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები