“მაკიაჟით ვიყავი მისული, შემთხვევით აღმოჩნდა, რომ უკვე სამშობიარო პროცესები მქონდა დაწყებული” – რუკსა ქარქაშაძე დედა გახ­და

მსახიობი და ტელეწამყვანი, რუსკა ქარქაშაძე გუშინ დედა გახდა. ამის შესახებ მსახიობი სოციალურ ქსელში წერს:
“შემთხვევით მოვედი – ექიმმა შემამოწმა და აღარ გაგიშვებო. მაკიაჟით ვიყავი მისული, შემთხვევით აღმოჩნდა, რომ უკვე სამშობიარო პროცესები მქონდა დაწყებული. ზოგადად, ძალიან ბევრი უსაფუძვლო მითია გაუტკივარებასთან დაკავშირებით გავრცელებული. იმხელა კომფორტი იყო ჩემთვის, რომ ვფიქრობ, 21-ე საუკუნეში ყველამ ასე უნდა იმშობიაროს” – ამბობს რუსკა ქარქაშაძე.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსკა ქარქაშაძე და ლაშა მოწონელიძე პირველ შვილს ელოდებოდნენ, ახლახან კი რუსკამ დაწერა, რომ ის უკვე დედაა. პატარას ზუკა დაარქვეს. მსახიობმა შვილთან შეხვედრის პირველი ემოციური წუთები მეგობრებსაც გაუზიარა.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები