“მეექვსე გრძნობის” და ნიშნების რეჟისორის მ. ნაით შაიმალანის ახალი ფილმის – „სპლიტის” ტრეილერში მაყურებელს მხოლოდ ერთი ჯეიმს მაკევოი კი არა, ორი ათეული ჯეიმს მაკევოი ელოდება: მის პერსონაჟში 23 პიროვნებაა მოქცეული. მაკევოის მიერ შესრულებული კევინის როლი ბილი მილიგანს გვაგონებს – ცნობილ ადამიანს პიროვნების დისოციატიური დარღვევებით. თუმცა ერთი პიროვნებიდან მეორეზე გადართვისას კევინი არა მხოლოდ ფსიქოლოგიურად, არამედ ფსიქიკურადაც იცვლება. ის სამ გოგონას იტაცებს იმ დროს, როცა მის 23 პიროვნებას შორის ზღვარი წაშლას იწყებს. ზამთარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბილი მილიგანის პროტოტიპის როლს ლეონარდო დიკაპრიო შეასრულებდა, ამასთან დაკავშირებით მოლოდინიც არსებობდა, რომ დიკაპრიოსთვის ეს მეორე „ოსკარის“ მომტანი ფილმი გახდებოდა, თუმცა, გაურკვეველი მიზეზებით, როლზე მაკევოი დაამტკიცეს. ფილმის პრემიერა 2017 წლის იანვარში შედგება.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=wq_5XUlgxLE[/youtube]
წყარო: allmovies.ge