საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ ერთ–ერთი გადაცემის თანაწამყვანი იქნება. საუბარია გადაცემაზე – „სასარგებლო შუადღე“, რომელიც ეთერში მხოლოდ უქმეებზე გავა.
შაბათობით ლიტერატურულ სამკუთხედს ნენე კვინიკაძე, ლაშა ბუღაძე და ტორესა მოსი წარუძღვებიან, კვირას კი მაკა ჩიჩუა, მარინა ბერიძე, ირაკლი ნადარეიშვილი და სალომე დადუნაშვილი ხელოვნებაზე ისაუბრებენ.