მაკა ზამბახიძე მალე ბებია გახდება

მაკა ზამბახიძის ქალიშვილი, სალომე ჩიტაძე გათხოვდა და ის მალე დედა გახდება.

ჟურნალი “თბილისელები” სალომესთან ინტერვიუს აქვეყნებს:

„ბავშვს ველოდებით და ყოველი დილა ჩემთვის სხვანაირად იწყება, ანუ ტოქსიკოზით… ჯერ არ ვიცით, გოგოა თუ ბიჭი, პატარაა. თუმცა, მის სქესს რომ გავიგებ, მაინც არ გავამჟღავნებ. სიურპრიზად დავტოვებ. მხოლოდ მე და მამიკოს გვეცოდინება. როცა გავიგე, დედა ვხდებოდი, დედაჩემი ორმაგად შემიყვარდა. ექოზე პირველი მაკა შემორბის, ყოველი დილა მისი ზარით იწყება… მაკასა და მის ქმარს რომ ვუყურებდი, სულ ვამბობდი, ასეთი სიყვარული მინდა, ვიპოვო, როგორიც დედასა და მის მეუღლეს აქვთ-მეთქი და ამიხდა.”

წყარო: “თბილისელები”

 

კომენტარები

სხვა სიახლეები