ინგრედიენტები:
მაკარონი – 300 გრ,
ბროკოლი – 400 გრ,
ბულგარული წიწაკა – 350 გრ,
ყველი – 150 გრ,
ხახვი – 150 გრ,
ზეთი, მარილი, წიწაკა.
მომზადების წესი: ხახვი და ბულგარული სიგრძეზე დავჭრათ და მოვთუშოთ. შემდეგ ბროკოლი დავუმატოთ, წყალი ჩავასხათ, ქვაბს სახურავი დავაფაროთ და დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ვთუშოთ. ცალკე ქვაბში მაკარონი მოვხარშოთ. ყველი კი წვრილ სახეხზე გავხეხოთ. თეფშზე უკვე მზა მაკარონი დავდოთ და ზემოდან ბოსტნეული დავალაგოთ. ბოლოს გახეხილი ყველი მოვაყაროთ.