“მაისის თვე დახუნძლულია ასტროლოგიური მოვლენებით” – ასტროლოგის რჩევები ზოდიაქოს ნიშნებს

ასტროლოგი ქეთი ვაწაძე მაისის თვის პროგნოზზე ვრცელ სტატუსს წერს. მისი თქმით, მაისის თვე სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენებით არის დახუნძლული. ასტროლოგის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

“მაისის თვე დახუნძლულია ასტროლოგიური მოვლენებით, კერძოდ, ე.წ. რეტროგრადულ, ანუ უკანმავალ მოძრაობაში გადადის რამდენიმე მნიშვნელოვანი პლანეტა – სატურნი და იუპიტერი (ამაზე ცალკე პოსტს შემოგთავაზებთ) და ასევე, 13 მაისიდან 25 ივნისამდე რეტროვდება სიყვარულის, ურთიერთობების, სილამაზის, სიამოვნებისა და ჰარმონიის პლანეტა, ვენერაც, რაც ჩვენგან გარკვეული სახის ყურადღებას ითხოვს. ზოგადად, როდესაც ამდენი პლანეტა რეტრომოძრაობაშია, რაიმე ახლის და მნიშვნელოვნის დაწყება სასურველი არ არის, მით უფრო ზემოთხსენებული პლანეტების რეტრო მოძრაობის დროს, რადგან ნებისმიერი საქმის წარმატებული განხორციელებისთვის სწორედ ამ პლანეტების ენერგიები და მათი მხარდაჭერა გვჭირდება. თან, ვენერა, სილამაზესა და სიყვარულთან ერთად ასევე ფულსაც განაგებს და როდესაც მატერიის აღმნიშვნელი სიმბოლო უკანმავალია, თავისთავად ეს უკვე გულისხმობს შეფერხებებს ბიზნესსა და საფინანსო სფეროში, ზოგიერთ შემთხვევაში ეს ასევე ჩაშლილი მოლაპარაკებებიცაა ( საზოგადოებასთან ურთიერთობა, მოლაპარაკებებიც ვენერას განეკუთვნება), მან შესაძლოა გამოიწვიოს ასევე გაუგებრობები პარტნიორულ ურთიერთობებში და სხვ. ასევე, კიდევ ერთ ნიუანსზე მინდა თქვენი ყურადღების შეჩერება: თითქმის მთელი მაისი ვენერა- ნეპტუნის კვადრატი იქნება ცაზე. შეგახსენებთ, ნეპტუნი ასტროლოგიაში ილუზიებს, ფანტაზიებს, მოტყუებას, თაღლითობას, ფარულ ინტრიგებს განასახიერებს. მხოლოდ ნეგატივს არა, თავისთავად, მას ბევრი პოზიტიური ახსნაც აქვს და ამ პერიოდში სხვა პლანეტებთან სასიკეთო ასპექტიც, მაგრამ ვენერა- ნეპტუნის კვადრატული დგომისას მინდა გაფრთხილდეთ, რადგან შესაძლოა ამ ასპექტმა იმუშაოს შემდეგნაირად – შესაძლოა იმატოს თაღლითობის, ინტრიგების, გაცურების, მოტყუების შემთხვევებმა, ეს ეხება როგორც საქმიან, ასევე სასიყვარულო პარტნიორებს და ამ სფეროებს, ასევე კერძო საკუთრებას და ფინანსებს, ამიტომ ყურადღებით ყოფნა აუცილებელია. ზოგადად, რეტროგრადულ ვენერას დროს, ხშირად, წარსულიდან ბრუნდებიან ყოფილი პარტნიორები და ცდილობენ გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენას. ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვი, რომ ეს მცდელობა მაინც და მაინც მყისიერი კრახით უნდა დასრულდეს, მით უფრო თუ თქვენც რეტროგრადული ვენერას პატრონი ხართ (ასეთი ვენერას მფლობელისთვის რეტროგრადული ვენერას ენერგიები ნაცნობია და არ უჭირს მათთან ადაპტირება), უბრალოდ მეტი სიფხიზლე, წინდახედულობა გმართებთ ვენერას რეტროგრადულობისას, ილუზიებს არ აყვეთ, ფხიზლად იყავით. ჰკითხეთ საკუთარ თავს, ღირს კი წარსულის რეაბილიტირება? ნამდვილად გჭირდებათ ეს ადამიანი? თუ ადამიანებში, გარკვეული ტრანსფორმაცია და შეცდომების გამოსწორება მოხდა, რის გამოც ადრე დაშორდა ეს წყვილი ერთმანეთს, კიდევ არის შანსი გაცოცხლებული ურთიერთობები წარმატებულად გაგრძელდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მხოლოდ მოკლევადიანი ურთიერთობა იქნება. რაც ეხება ახალ ნაცნობობას, არც ამისთვისაა სასიკეთო რეტროგრადული ვენერას პერიოდი, მით უფრო, როდესაც ვენერა- ნეპტუნის კვადრატიცაა, როდესაც ურთიერთობა უფრო ჩვენი იდეალისტური, ილუზორული მოლოდინებისა და გამძაფრებული ფანტაზიების ნაყოფი უფროა, ვიდრე რეალობა, რასაც ნეპტუნის წყალობით რაღაც პერიოდი ვერც დავინახავთ. მოკლედ, რეტრო ვენერაზე ურთიერთობებს არ იწყებენ! გადაიტანეთ ეს ,,ღონისძიება,, მომავლისთვის!) 1-10 ივნისს ვენერა ,,უხილავი,, ხდება, რაც კიდევ უფრო მძაფრად წარმოაჩენს ზემოხსენებულ ტენდენციებს – შესაძლოა ურთიერთობების დაძაბვა, ფინანსური კრიზისი, აპათია. გამოიჩინეთ მოთმინება, დიპლომატია, სულ ასე კი არ იქნება?!) უბრალოდ, განსაკუთრებით 1-10 ივნისის პერიოდში ნურაფერ ახალს, მნიშვნელოვანს ნუ დაიწყებთ, თუ არ გამოდის გადადება, კარგად და ყურადღებით შეაფასეთ რისკები, დაიჭირეთ თადარიგი (მნიშვნელოვანი საქმეების დასაწყებად უკეთესი დრო ივლისის შუარიცხვებიდანაა, 14-15-დან, რადგან რეტროგრადულ ვენერას ივნისში რეტროგრადული მერკურიც ემატება, რაც საქმეთწარმოებისთვის კარგი არ არის). მოერიდეთ ტკბილეულს! საერთოდ ამოიღეთ რაციონიდან, ეს წონის პრობლემასაც სწრაფად მოგიგვარებთ და ასევე, ძალზე სასიკეთიდ აისახება სახის კანზეც, ამისთვის სწორედაც რომ შესაფერისი დროა. ასევე, კარგი დროა საკუთარ თავზე მუშაობისთვის, თვითშეფასების ასამაღლებლად, სახლში სილამაზე- ჰარმონიის შესაქმნელად, ოღონდ გადასაკეთებლად.. კოსმეტიკური რემონტისთვის, ინტეტიერის გასახალისებლად. კარგი დროა მომავლის დასაგეგმად, მოსამზადებლად. მოკლედ, რომ შევაჯამოთ, რეტროგრადული ვენერას დროს არ არის სასურველი: სასიყვარულო ურთიერთობების დაწყება (ნახეთ თქვენს რუკაში, შემთხვევით ვენერა- ნეპტუნის კვადრატი ან ოპოზიცია ხომ არ გაქვთ? თქვენთან შესაძლოა მეტად იჩინოს თავი ამ ასპექტმა, მზად დახვდით, არ არის სასურველი ურთიერთობების გარკვევა (გამოიჩინეთ დიპლომატია, მოუფრთხილდით ურთიერთობებს), ქორწინება (უბრალოდ ხელი არ მოაწეროთ მაინც, უკეთესი დრო შეარჩიეთ), ასევე, არ არის სასურველი რაიმე მნიშვნელოვანი ბიზნეს-პროექტების წამოწყება, ფინანსების დაბანდება ( გაყიდვა, შეიძლება) , თანხის გასესხება (შესაძლია ვეღარც დაიბრუნოთ), ან მსხვილი ინვესტიციების გაკეთება (შესაძლოა არასარფიანად დააბანდოთ ფული, ან მერე აღარ მოგინდეთ, უფრო იაფად ნახოთ და სხვ.),
არ ღირს პლასტიკური ქირურგია, ან რაიმე კოსმეტიკური ინექციები, რადიკალური ცვლილებები (სახლში თავის მოვლა, პირიქით, სასიკეთოა) მოკლედ, მაის-ივნისი შესაძლოა ამ რეტროგრადული პლანეტების გადამკიდე უფრო თვითჩაღრმავების, საკუთარი თავის შემეცნების, წარსულის ანალიზისთვის, კრიზისების დასაძლევად გამოვიყენოთ და უკეთეს პერიოდს დაველიდოთ, რასაც გულით გისურვებთ! ეს ინფორმაცია უბრალოდ თადარიგისთვის გქონდეთ..თორემ ცხოვრება კი არ ჩერდება! ბევრი საერთოდაც ვერც იგრძნობს ამ ტრანზიტს, ბევრს კი, გამოადგება)”, – წერს ქეთი ვაწაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები