მაილი საირუსის და ლიამ ჰემსვორტის საიდუმლო ქორწილის ფოტოები გავრცელდა

მაილი საირუსი და ლიამ ჰემსვორტი როგორც იქნა დაქორწინდნენ – ექვსი წელი გავიდა, რაც მათი ნიშნობის შესახებ გახდა ცნობილი. საიდუმლო ცერემონია ნათესავებისა და მეგობრების ახლო წრეში ჩატარდა. თუმცა, ერთ-ერთმა სტუმარმა თავის „ინსტაგრამზე“ რამდენიმე ფოტო და ვიდეო გამოაქვეყნა.
წყვილის მეგობარმა კონრად კარმა ფოტოსურათი გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ახალდაქორწინებულები ტორტს ჭრიან. 26 წლის მომღერალმა საზეიმო ღონისძიებისთვის მოშ|იშვლებულმხრებიანი სპილოს ძვლის ფერი კაბა შეარჩია. 28 წლის მსახიობმა კი შავი კოსტიუმი მოირგო. წყვილთან ერთად კი მაილის დედა ჩანს, რომელსაც, როგორც ჩანს, სამოსის შერჩევაზე ბევრი არ უფიქრია და უბრალოდ ჯინსის შარვალსა და სვიტრშია გამოწყობილი.
შეყვარებულებმა ერთმანეთს სამუდამო სიყვარული ტენესის შტატში მდებარე საკუთარ სახლში შეფიცეს.
მათი ნიშნობის შესახებ ჯერ კიდევ 2012 წელს გახდა ცნობილი, მაგრამ ამ წლების განმავლობაში ისინი იმდენჯერ დაშორდნენ და შერიგდნენ, ცოტას თუ ეგონა, რომ როდისმე დაქორწინდებოდნენ. თუმცა, ახლახან კალიფორნიაში მომხდარი მასშტაბური ხანძრის შემდეგ, ურთიერთობის დაკანონება გადაწყვიტეს.

https://www.youtube.com/watch?v=zqkxMD9Oe0Y&feature=youtu.be

კომენტარები

სხვა სიახლეები