მაიკო ჩიტაშვილი: აიცერით, გადაარჩინეთ საკუთარი თავიც და ის ადამიანებიც, რომლებიც გიყვართ

აცრა არც რაიმე განსაკუთრებული საგმირო ნაბიჯია და არც შეუსრულებელი მისია. ის ერთადერთი გამოსავალია, რომელსაც მეცნიერება გვთავაზობს, რომ უბრალოდ გადავრჩეთ და დავუბრუნდეთ ჩვეულ ყოფას, – ამის შესახებ კომუნიკაციების ექსპერტმა მაიკო ჩიტაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომაც აიცრა, იყო ის დისკომფორტი, რომელიც პანდემიის პირობებში დაწესებულმა შეზღუდვებმა მას და მის გარშემო მყოფებს შეუქმნა.

“მე როგორც აქტიური და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი, ავიცერი არა მხოლოდ ორჯერადად, არამედ ბუსტერ დოზითაც, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი გადატანილი მაქვს. ავიცერი, რადგან დავიცვა ჩემი ახლობლები, ის ადამიანები რომლებთანაც კომუნიკაცია მიწევს და პირველ რიგში იმიტომ, რომ მე ვიყო დაცული.

ჩემი პროფესიიდან გამომდინარე სულ მიწევს ადამიანებთან კომუნიკაცია და ის შეზღუდვა, რაც კოვიდმა გამოიწვია, გარკვეული დისკომფორტი იყო როგორც ჩემთვის, ასევე სხვა ადამიანებისთვისაც და ამან კიდევ უფრო მიბიძგა ეს ნაბიჯი გადამედგა. ვფიქრობ, ასე შევძლებთ უფრო მალე დავუბრუნდეთ იმ ცხოვრებას და რეჟიმს, რაც პანდემიამდე გვქონდა.
საზოგადოება უნდა მიხვდეს, რომ ჩვენ ვერცერთ შემთხვევაში მათ მაგივრად ვერ ავიცრებით. არ მინდა ვიყო კატეგორიული, თუმცა ვთვლი, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც არ უნდათ აცრა, მათთვის გარკვეული შეზღუდვები უნდა მოქმედებდეს.
21-ე საუკუნეში, როდესაც ადამიანები მარსზე სამოგზაუროდ ემზადებიან, უხერხულია, გეშინოდეს, ან ბნელ ძალებს მიაწერდე ვაქციანაციას. 
აცრა არც რაიმე განსაკუთრებული საგმირო ნაბიჯია და არც შეუსრულებელი მისია. ის ერთადერთი გამოსავალია, რომელსაც მეცნიერება გვთავაზობს, რომ უბრალოდ გადავრჩეთ და დავუბრუნდეთ ჩვეულ ყოფას. 
პანდემიასთან გამკლავება დღეს მხოლოდ ვაქცინაციას შეუძლია. ამიტომ მოვუწოდებ ყველს – აიცერით, გადაარჩინეთ საკუთარი თავიც და ის ადამიანებიც, რომლებიც გიყვართ. ერთად დავამარცხოთ ეს გამოწვევაც და დავუბრუნდეთ ჩვეულ გარემოს“, – განაცხადა მაიკო ჩიტაშვილმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები