“კვირა +” გთავაზობთ ახალ რუბრიკას “უკან ბავშვობაში”, რომელიც საქმიანი, წარმატებული, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ქალების ბავშვობას ეხება. ჩვენი რუბრიკის მომდევნო სტუმარია სარეკლამო სააგენტო Betterfly DDB–ს გუნდის წევრი, მაიკო ოდიშელიძე:
– ველოსიპედის ტარება თუ იცით, როდის ისწავლეთ და ვინ გასწავლათ?
– ბათუმში ვისვენებდი, მეგობრებთან ერთად, და ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა მასწავლა ველოსიპედის ტარება. 25 წლის ვიყავი მაშინ.
– ცურვა თუ იცით და როდის და სად ისწავლეთ?
– პატარა რომ ვიყავი, 6 წელი ზედიზედ, ზაფხულში, ანანურში ვისვენებდით და ცურვის სწავლა ჩემით მომიწია.
– რომელი იყო თქვენი პირველი კომპიუტერი – დენდი, სონი, სეგა თუ პანასონიკი?..
– დენდი.
– მუსიკას რითი უსმენდით?
– ყურსასმენებით ტელეფონიდან.
– გამორჩეული სათამაშო, რომელიც დღემდე გახსოვთ?
– მამაჩემის ბავშვობის რკინის კონსტრუქტორი, რომელიც შთამომავლობით გადმომეცა.
– ბავშვობისდროინდელი საყვარელი კერძი, რომელიც დიდი ხანია, აღარ მიგირთმევიათ.
– საშინელი მჭამელი ვიყავი და არაფერი არ მომწონდა.
– რას გიკრძალავდნენ მშობლები ბავშვობაში ისეთს, რასაც თქვენ არ უკრძალავთ თქვენს შვილს – მაგალითად, გუბეებში ტყაპუნს, კედლებზე ხატვას და ა.შ?
– გუბეებში ტყაპუნს სულ მიკრძალავდნენ მშობლები და დღეს მე და ჩემი შვილი დიდი სიამოვნებით ვტყაპუნობთ ერთად.
– რომელი ზღაპრული ან მულტფილმის პერსონაჟი გიყვარდათ?
– ვირი „შრეკიდან“.
– რომელი იყო თქვენი პირველი სქელტანიანი წიგნი?
– „კაპიტან ბლადის ოდისეა“ – რაფაელ საბატინი.
– წიგნი/მულტფილმი, რომელზეც პირველად იტირეთ?
– „გლადიატორი“.
– ოთახში პლაკატები თუ გქონდათ გაკრული და ვისი პლაკატი იყო ეს?
– უმჯობესია, საიდუმლოდ დარჩეს, ბავშვობაში ცუდი გემოვნება მქონდა.
– რომელი წლიდან გახსოვთ საკუთარი თავი? რა არის თქვენი პირველი მოგონება?
– ასე, 3-4 წლიდან მახსოვს ჩემი თავი და პირველი, რაც მახსოვს, არის დასვენება კიკეთში, როდესაც თეთრი კურდღელი მაჩუქეს.
– რა იყო თქვენი საყვარელი თამაში?
– წრეშიბურთი.
– სკოლაში სიარული გიყვარდათ? ყველაზე ეფექტური ტყუილი რა მოგიგონებიათ, სკოლა რომ გაგეცდინათ?
– ვიტყუებოდი, რომ სიცხე მქონდა და თერმომეტრ სგაზზე ვაცხელებდი.
– ყველაზე ეფექტური ტყუილი რა მოგიგონებიათ, როცა დავალება არ გქონიათ შესრულებული?
– დავალებებზე რატომღაც არ ვიტყუებოდი, ალბათ, იმიტომ, რომ მოუმზადებელი თითქმის არასდროს არ მივდიოდი სკოლაში.
– ამოჩემებული კაბა ან ტანსაცმელი, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარდათ?
– თეთრი ბოტასები, რომელი ცორ-ორი წყვილი მაქვს ყოველთვის.
– დედის ტანსაცმელი, კოსმეტიკა ან სამკაულები ხშირად მოგირგიათ?
–არასდროს. რომ გავიზარდე, დედას ტანსაცმელში არ ვეტეოდი.
– რომელი ტიპის ბავშვი უფრო იყავით: ის, რომელიც ლექსს გამოთქმით ყვებოდა სტუმრების წინაშე, თუ ის, რომელიც მორცხვად იმალებოდა მაგიდის ქვეშ?
– ცოცხალი და მოძრავი ბავშვი ვიყავი, რომელმაცზუსტად იცის,რა უნდა.
– ცეკვაზე დადიოდით თუ მუსიკაზე?
– ბალეტზე დავდიოდი 90-იან წლებში, უშუქობასა და სიცივეში. ალბათ, ამიტომ ვერ გავხვდი ბალერინა.
– დამჯერი ბავშვი იყავით თუ ბუნტისთავი?
– ჩემს მშობლებს რომ ჰკითხოთ, პატარა მონსტრი ვიყავი, მე კი მგონია, რომ ძალიან საყვარელი ვიყავი.