მაიკლ ჯექსონის ქალიშვილმა, პერის ჯექსონმა თავის მოკვლა სცადა. ამერიკული მედიის ცნობით, ის გადარჩა და შაბათს დილით საავადმყოფოში მოათავსეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, პერისის მდგომარეობა დასტაბილურდა.
ჯექსონის ოჯახთან დაახლოებული წყაროები აცხადებენ, რომ პერის ჯექსონის თვითმკვლელობის მცდელობა იმ დოკუმენტურ ფილმს უკავშირდება, რომელიც ახლახანს ტელეკომპანია „HBO“-ს ეთერით გავიდა. მასში პოპის მეფე – მაიკლ ჯექსონი პედოფილიაშია დადანაშაულებული. ისტორიებს ის ადამიანები ჰყვებიან, რომლებიც მათი თქმით, მის ვილა „ნევერლენდში“ ცხოვრებისას, თავად იყვნენ ბავშვობაში მსხვერპლი.
ჯექსონის ოჯახი გავრცელებულ ბრალდებებს მაშინვე გამოეხმაურა და უარყო.
პერისი და მისი ძმები – პრინცი და ბლანკეტი მაიკლ ჯექსონის მემკვიდრეები არიან. 1,5-მილიონიანი ქონების ერთი ნახევარი მემკვიდრეობით მათ გადაეცათ, მეორე ნახევარი კი მუსიკოსის დედას – ქეთრინ ჯექსონს, რომელიც შვილიშვილების მეურვედ ითვლებოდა.
სხვა სიახლეები