მაიკლ ჯექსონის სახლიდან ძალიან ფასეული ნივთი გაქრა

ახლახან მომღერალ მაიკლ ჯექსონის წარმომადგენლებმა, რომელთაც მომღერლის მემკვიდრეობაზე ზრუნვა ავალიათ, სანამ მისი შვილები სრულწლოვანების ასაკს არ მიაღწევენ, განცხადება გააკეთეს. მათი თქმით, ისინი მომღერლის სახლში ვერსად პოულობენ ძვირფას ნივთს, რომელიც მომღერალს ეკუთვნოდა.

საუბარია ნამდვილ რელიკვიაზე – „ოსკარზე“.

ჯილდო 1940 წელს პროდიუსერმა დევიდ სელზნიკმა მიიღო 1939 წელს შექმნილი არაჩვეულებრივი ფილმისთვის „ქარწაღებულნი“.

მაიკლმა პროდიუსერის „ოსკარის“ ქანდაკება 1999 წელს აუქციონზე რეკორდულ ფასად – 1 მილიონ 540 ათას დოლარად შეიძინა. მაიკლ ჯექსონის ოჯახის ადვოკატის, ჰოვარდ უეიცმანის განცხადებით, ამჯერად დაკარგული „ოსკარის“ სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. მისი თქმით, 2009 წელს მომღერლის უეცარი გარდაცვალების შემდეგ „ოსკარი“ სახლში ინახებოდა.

ადვოკატის განცხადებით „ოსკარი“ დღეს უკვე მემკვიდრეობით 19 წლის მაიკლ ჯოზეფს, 17 წლის პერისს და 14 წლის პრინსას ეკუთვნით. ჯექსონის საერთო ქონება ყველაზე მცირე – 500 მილიონ დოლარს შეადგენს.

კომენტარები

სხვა სიახლეები