2010 წელს მსახიობ მაიკლ დუგლასს, ექიმებმა ხორხის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მაიკლმა მისი მუღლის ქეთრინ ზეტა ჯონსის თანადგომით, გამოჯანმრთელებისთვის საჭირო ყველა პროცედურა ჩაიტარა. 2011 წელს განაცხადეს რომ კიბო დამარცხებულია და მსახიობი განიკურნა. ამჟამად მაიკლ დუგლასი 71 წლისაა და პრესა კვლავ მისი ავადმყოფობის შესახებ წერს. მათი თქმით, ადგილი ჰქონდა რეციდივს, რის შემდეგაც მსახიობის ორგანიზმში კიბომ „კვლავ გაიღვიძა“. როგორც Radaronline.com იტყობინება, მაიკლ დუგლასს ნახევარი წლის სიცოცხლე დარჩა. მედიის ინფორმაციით, მსახიობმა ანდერძი განაახლა და თავისი აქტივების გაყიდვა დაიწყო. ახალი ანდერძის მიხედვით მსახიობს სურს, რომ სიკვდილის შემდეგ მისი ცხედარი დაწვან.