მაიკლ ბაბლე: ჩემი შვილი სიმსივნისგან განიკურნა

 „ჩემი შვილი ნოა კარგადაა და ის სიმსივნისგან განიკურნა“, – ამის შესახებ ცნობილმა კანადელმა მომღერალმა, მაიკლ ბაბლემ გამოცემა “E! News”-ს განუცხადა. ბაბლეს მეუღლე ცნობილი არგენტინელი მსახიობი და მოდელი ლუიზანა ლოპილატოა.
მათ ორი შვილი ჰყავთ. „მე და ლუიზანას გვიხარია იმის გაგება, რომ ჩვენი შვილის მკურნალობა კარგად მიმდინარეობს და ექიმები ძალზე ოპტიმისტურად არიან განწყობილნი“, – ამბობს ბაბლე. ამასთან, მომღერალმა ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარში ედგა, მადლობა გადაუხადა.
შვილის ჯანმრთელობის გაუარესების გამო, მაიკლ ბაბლე გასული წლის დეკემბერში „ბი ბი სის“ დაჯილდოებას ვერ დაესწრო.

კომენტარები

სხვა სიახლეები