მაია – კატა ზედმეტი ქრომოსომით

მაია – კატაა, რომელსაც განსაკუთრებული საჭიროებები აქვს. მას ზედმეტი ქრომოსომა აქვს, ისევე როგორც ადამიანებს დაუნის სინდრომით. ამან მის მხედველობაზე და გარეგნობაზე იმოქმედა. რის გამოც მისმა ყოფილმა პატრონებმა მაია ქუჩაში გააგდეს, სადაც შესაძლოა დაღუპულიყო, რომ არა კეთილი ადამიანები.
ცხოველთა თავშესაფარში მიყვანილი კნუტის აყვანა საკმაოდ დიდ ხანს არავის სურდა, ამიტომ მისი დაძინება იგეგმებოდა. მას გაუმართლა, როდესაც მიუსაფარი ცხოველების ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის თანამშრომელმა შენიშნა და მისი აყვანა გადაწყვიტა. მან მაია წაიყვანა და მის შესახებ პოსტი სოციალურ ქსელში განათავსა.
მაიას შესახებ პოსტი ლორენ ბიდერმა და მისმა მეგობარმა მამაკაცმა ნახეს. მათ მაშინვე შეუყვარდათ უცნაური კატა. თუმცა, სერიოზული კასტინგის გავლა მოუწიათ, რათა ცხოველი არაკეთილსინდისიერი ადამიანების ხელში არ მოხვედრილიყო. საბედნიეროდ, ისინი ნამდვილად კარგი პატრონები აღმოჩნდნენ. მაიას სითბო და სიყვარული არ აკლია, მას საკუთარი “ინსტაგრამ” გვერდიც კი აქვს – Maya the Cat.
საყვარელ ფისოს „ინსტაგრამზე“ უკვე 200 ათასი გამომწერი ჰყავს.
„ის, ძირითადად, სევდიანად ან შეშინებულად გამოიყურება, მაგრამ ასე არ არის. მხედველობის პრობლემა აქვს და ბევრს აცემინებს, დანარჩენში კი ისეთივეა, როგორც ყველა კატა“, – ამბობს მისი პატრონი ლორენი.
მის შესახებ ბავშვებისთვის წიგნიც კი დაიწერა – „გაიცანით კატა მაია: მიმღებლობის ისტორია”. წიგნში საუბარია იმაზე, რომ სითბოს, სიყვარულს და თანადგომას ყველა იმსახურებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები