“მათი ცხოვრების აზრი არაყი და ძალადობაა” – ამერიკელი ფოტოგრაფის თვალით დანახული რუსული სოფელი -ფოტოკოლაჟი
ამერიკელმა ფოტოგრაფმა ბრიუს გილდენმა 16 დღე ეკატერინბურგიდან 70 კილომეტრით დაშორებულ სოფელში გაატარა. გილდენის თქმით, ტერიტორია ძირითადად, კრიმინალებით, ნარკომანებითა და “ხელიდან წასული ადამიანებითაა” დასახლებული. “პირქუში შუასაუკუნეების საზოგადოება” – ასე ახასიათებს ფოტოგრაფი სოფელს.
დროის უდიდესი ნაწილი ბრიუს გილდენმა 32 წლის სერგეის, მეტსახელად “ტახის”
საზოგადოებაში გაატარა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება.
ბრიუსს უნდოდა ადგილობრივების ყოველდღიური ცხოვრება დაეფიქსირებინა, ხოლო იმისთვის, რომ მასთან თავი უცხოდ არ ეგრძნოთ, იგი მოსაწევსა და არაყს ყიდულობდა მათთვის. “ყველანი დანგრეული სოფლის პირქუშ საზოგადოებაში ცხოვრობენ, ბინძურ გარემოში. მათი ცხოვრების ძირითადი აზრი – არაყი და ძალადობაა”, – იხსენებს ხელოვანი.
მისი ადგილობრივი გიდი, სერგეი, ძირითადად, “პირადი ბიზნესით” არის დაკავებული, რადგან არ სურს უკან, ციხეში დაბრუნება. ბრიუსის თქმით, სერგეი ტაჯიკების “კრიშაა”, რომლებსაც ნარკოტიკები გადააქვთ.