მავნე ჩვევები, რომლებიც თქვენს ტვინს ანადგურებს

რას უფრო მეტ ყურადღებას აქცევთ – თქვენს სხეულს თუ გონებას? ცხადია, თქვენი ორგანიზმი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ რას ფიქრობთ თქვენს ტვინზე? ტვინიც ისევე ბერდება, როგორც სხეული. მასაც ისევე სჭირდება ზრუნვა, როგორც სხვადასხვა ორგანოს. გონებრივი პრობლემები მკვეთრად იჩენს თავს მაშინ, როდესაც ადამიანი დაბერებას იწყებს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ მასზე ზრუნვა ადრეული ასაკიდან დაიწყოთ.
ძალიან ცოტა ადამიანი აცნობიერებს ტვინზე ზრუნვის პრიორიტეტულობას. ტვინისთვის სისტემატიური ვარჯიში ძალიან სასარგებლოა. თუმცა, ეს არაა საკმარისი. ის დაზიანებისგანაც უნდა დაიცვათ. ზოგიერთი თქვენი ჩვევა შეიძლება მას გამოუსწორებელ ზიანს აყენებდეს.
როდესაც ტვინი კარგად ფუნქციონირებს, ახალი ნეირონული კავშირები მარტივად წარმოიქმნება, ნარჩუნდება მოგონებები და მიიღება ახალი ინფორმაცია. როდესაც ტვინის მუშაობა ნელდება, ახალი კავშირების შექმნაც პრობლემურია და ადამიანს სიახლეების დამახსოვრება, ადამიანებთან კომუნიკაცია უჭირს.
სტრესი ნებისმიერი ადამიანისთვის გარდაუვალია. თუმცა, სტრესს ტვინის უჯრედების ზრდის შეჩერება შეუძლია. ძლიერი და სისტემატური სტრესული სიტუაცია აუცილებლად აისახება თქვენს გონებაზე.
ადამიანი საჭირო ვიტამინებს და მინერალებს საკვებიდან იღებს. სწორედ ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ორგანიზმის და ტვინის მდგომარეობა. სწრაფი კვების ობიექტებით სარგებლობა ძალიან ცუდი არჩევანია. უმჯობესია ახალი ხილით და ბოსტნეულით იკვებოთ. ასე წონის პრობლემაც არ შეგაწუხებთ და ჯანმრთელობასაც შეინარჩუნებთ.
არასაკმარისი ძილი მთლიანად ანგრევს ორგანიზმს. ქრონიკული უძილობა თქვენს ტვინს სერიოზულ ზიანს აყენებს და კვალს ტოვებს. ადამიანს ნორმალურად გამოძინებისთვის 7-9 სთ ძილი სჭირდება. თუ დილიდანვე თავს გადაღლილად და გამოფიტულად გრძნობთ, ე.ი. მეტისმეტად ცოტა ხანს გძინავთ.
თქვენი ტვინი და სხეული ერთმანეთთანაა დაკავშირებული. თუ მთელი დღის განმავლობაში უმოძრაოდ ხართ და ფიზიკურ დატვირთვას თავს არიდებთ, თქვენი ტვინიც დუნდება. კარგი გამოსავალია იოგათი დაკავება, ან ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა, რომელიც სიამოვნებას მოგანიჭებთ.

წყარო:http://oxford-med.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები