სკანდალური და ეპატაჟური მომღერალი მადონა, რომელმაც ცოტა ხნის წინ თამამი ფოტოსესია გამართა, სარეკლამო კომპანია Versace-ს გაზაფხული-ზაფხული 2015-ის სახე გახდა.
როგორც მადონა აცხადებს, მას ყოველთვის საოცარი განცდა ეუფლებოდა, როდესაც Versace-ს ტანსაცმელს იცმევდა. “იმ კოლექციით, რომელზეც დონატელა მუშაობს, შთაგონებას და ვნებას ვგრძნობ”- განაცხადა მადონამ.
დონატელა ვერსაჩე კი მადონას ბრენდის ერთ-ერთ ხატს უწოდებს და ბედნიერია, რომ “ყველაზე შთამაგონებელი არტისტი გახდა Versace-ს ახალი სეზონის სახე.
ახალი კამპანია მეოთხეა, რომელთანაც მადონა თანამშრომლობს. მომღერალი პირველად Versace-ს რეკლამაში 1995 წელს გამოჩნდა.
წყარო: http://geonews.ge