ამერიკელმა მომღერალმა, მადონამ, პრინც ჰარის და მის მეუღლეს, მეგან მარკლს, საცხოვრებლად ნიუ-იორკში საკუთარი ბინა შესთავზა.
„არ გაიქცეთ კანადაში, იქ მოსაწყენია. შემიძლია ზემო უესტ-საიდში ჩემი ბინა მოგაქირაოთ. მასში ორი საძინებელია, ფანჯრებიდან კი, მანჰეტენის საუკეთესო ხედია, აივანიც არის. ეს საუკეთესო წინადადებაა“, – თქვა მომღერალმა გავრცელებულ ვიდეოში.
20 იანვარს პრინც ჰარი და მისი მეუღლე, ბუკინგემის სასახლედან საცხოვრებლად ვანკუვერში გადავიდნენ.
Prev Post
Next Post
სხვა სიახლეები