ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია სოციალურ ქსელ Instagram–ზე კობი ბრაიანტის გარდაცვალებას ეხმაურება.
„ძალიან ადრე, ძალიან სამწუხარო, ძალიან ბევრი გატეხილი გული, ძალიან ბევრი ცრემლი, მადლობა ძალიან ბევრი მოგონებისთვის“, – წერს ზაზა ფაჩულია.
შეგახსენებთ, რომ ბრაიანტი და მისი 13 წლის ქალიშვილი, ასევე ვერტმფრენში მსხდომი კიდევ 7 ადამიანი, ავიაკატასტროფის შედეგად გარდაიცვალნენ. არსებული ინფორმაციით, ტრაგედია ამინდმა გამოიწვია.