“მადლობა ღმერთს რადგან მხოლოდ 90 წლის ვარ” – ჯეიმს ბეიკერს კოვიდ19 დაუდგინდა

აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს ჯეიმს ბეიკერს და მის მეუღლეს სუზან ბეიკერს კორონავირუსი დაუდგინდა.
ამის შესახებ ბეიკერის პრესსპიკერმა ჯონ უილიამსმა განაცხადა. მისი თქმით ინფიცირებულებს ჰოსპიტალიზაცია ამ ეტაპზე არ ესაჭიროება.
” ჯეიმს ბეიკერი ვირუსმა ხუმრობის ხასიათზე დააყენა და მის მეგობრებთან ამბობს, რომ ღმერთის მადლიერია, რადგან მხოლოდ 90 წლის არის”.-განაცხადა პრესსპიკერმა.