“მადარდებს ზოგიერთი ჩვენი თანამემამულის სიბრმავე, რომლებიც რუსეთს ჯერ კიდევ ერთმორწმუნედ თვლიან” – რამ გააღიზიანა არქიმანდიტრი (ფოტო)

არქიმანდიტრი დოროთე ყურაშვილი სოციალურ ქსელში  ერთ-ერთ რუსულ არხზე განვითრებულ მოვლენას ეხმაურება სადაც თბილისში მიმდინარე პროცესებს გადმოსცემენ.
არქიმანდიტრის გაღიზიანება კი მათ მიმართ საქართვლოს დროშის მიმართ უპატივცემულობამ გამოიწვია.

“დღეს ერთ-ერთ რუსულ არხზე ვნახე, თუ როგორ გათელეს ფეხქვეშ „ერთმორწმუნე“ რუსმა ჟურნალისტებმა და პოლიტიკოსებმა ქართული ხუთჯვრიანი დროშა, თითქოსდა ჯვარს ეროვნულობა ჰქონდეს. ეს „ერთმორწმუნეები“ იმასაც ვერ ხვდებიან, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ჯვარი ვის დროშაზეა გამოსახული; ჯვარი ჯვარია და მასზე ფეხით დადგომა ჯვრის გათელვაა. ისე არიან ჩვენი სიძულვილით დაბრმავებულები, რომ ფეხით თელავენ იმ სიმბოლოს, რომელსაც თვითონ „ემსახურებიან“. მათი სიბრმავე სამწუხაროა, მაგრამ უფრო მადარდებს ზოგიერთი ჩვენი თანამემამულის (მადლობა ღმერთს, რომ ასეთი ცოტაა) სიბრმავე, რომლებიც რუსეთს ჯერ კიდევ ერთმორწმუნედ თვლიან. მინდა მათ ვკითხო: ნუთუ შეიძლება, რომ ქრისტიანმა ჯვარი განზრახ ფეხით გათელოს და ქრისტიანად დარჩეს? ნუთუ არ გახსოვთ, რატომ მოჰკვეთეს თავი ასი ათას კაცს თბილისში და მტკვარში გადაყარეს? ნამდვილმა მართლმადიდებლებმა ქრისტიანული სიმბოლიკის ფეხით გათელვას სიკვდილი არჩიეს. მე ასეთი ვიცი მართლმადიდებლობა, ასე იცხოვრეს ჩვენმა დიდმა წინაპრებმა”.

კომენტარები

სხვა სიახლეები